გაერთიანებულ სამეფოში აცხადებენ, რომ ომანის ყურეში სატვირთო გემზე თავდასხმა უცნობი სარაკეტო სისტემით განხორციელდა
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოში აცხადებენ, რომ ომანის ყურეში სატვირთო გემზე თავდასხმა უცნობი სარაკეტო სისტემით განხორციელდა, გემს ორი ჭურვი ესროლეს.
ამ დროისთვის უცნობია იარაღის წარმოშობა და ტიპი, ასევე, ვის მიერ განხორციელდა თავდასხმა.
როგორც მედია წერს, გემზე ხანძარი გაჩნდა. ხომალდს დახმარება პაკისტანის საზღვაო ძალების გემმა აღმოუჩინა.