გაერო-ში აცხადებენ, რომ უკრაინაში მზარდი საომარი მოქმედებები ორმაგ საფრთხეს ქმნის – იზრდება მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში, საფრთხე ექმნება მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას

13:01, 28.07.2026

უკრაინაში მზარდი საომარი მოქმედებები ერთდროულად ორმაგ საფრთხეს ქმნის – იზრდება მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და, ამავე დროს, შავი ზღვის პორტებზე თავდასხმები საფრთხეს უქმნის მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას, – ამის შესახებ გაერო-ს პოლიტიკური საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კაიოკო გოტომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 9 ივლისის შემდეგ უკრაინაში საჰაერო თავდასხმებში დაახლოებით 170 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო პარალელურად, პორტებზე თავდასხმების გამო ხორბლის ფასი 20%-ით გაიზარდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვეს შავი ზღვის პორტების მიმართ განახლებულ თავდასხმებზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ინციდენტში, გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ ხორბლის გემზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ტოგოს დროშით მცურავ გემზე თავდასხმას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, მიმდინარე თვეში აზოვის ზღვაში 100-ზე მეტ გემზე დაფიქსირდა თავდასხმა.

გაერო-ში ასევე აცხადებენ, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთში 1 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 121%-ით მეტია.

მსგავსი