გაერო სირიის ხელისუფლებას დაკარგული და დაკავებული სირიელების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას თხოვს
გაერო სირიის ხელისუფლებისგან ათასობით დაკარგული და დაკავებული სირიელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ომის დასრულების შემდეგ არ უნდა მოხდეს.
სირიასთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, პაულო პინეიროს თქმით, ახლა სამოქალაქო ომის ფარგლებში დაკარგული და დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის შესაფერისი დროა, რათა გამოძიება დროულად მოხდეს.
„ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა მოხდა რეალურად. სად არის მათი ოჯახების წევრების ცხედრები“,- განაცხადა გაერო-ში სირიასთან დაკავშირებით არსებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა.
როგორც საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, სამოქალაქო ომის ფარგლებში დაპატიმრებული და დაკარგული სირიელების ცალკეულ შემთხვევებში არის ციხის ტერიტორიებზე სიკვდილის ფაქტები. მათი უმრავლესობა კი, სათანადოდ გამოძიებული არ არის.
სირიაში სამოქალაქო ომის ფარგლებში 360 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.