გაერო-ში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ ბერდიანსკსა და მარიუპოლში რუსეთის შეჭრის საფრთხე აშკარაა
გაერო-ში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ ბერდიანსკსა და მარიუპოლში რუსეთის შეჭრის საფრთხე აშკარაა

გაერო-ში უკრაინის ელჩი ვლადიმირ ელჩენკო აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქებში ბერდიანსკსა და მარიუპოლში რუსეთის შეჭრის საფრთხე აშკარაა. ამის შესახებ ელჩენკომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები განიხილებოდა.

„რუსეთის მხრიდან ესკალაციის გაგრძელების გამორიცხვა შეუძლებელია. არსებული ოპერატიული მონაცემების შესაბამისად, არსებობს მარიუპოლსა და ბერდიანსკში შეჭრისა და დაპყრობის აშკარა აშკარა საფრთხე“, – განაცხადა დიპლომატმა.

საგანგებო სხდომაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ქერჩში მომხდარი მოვლენების შესახებ რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციას.