გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე სიტყვით გამოვიდა [ვიდეო]

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლაში ესმა გუმბერიძემ ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართვის აუცილებლობაზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ასეთი ადამიანებისა და ბარიერების იდენტიფიცირება და უპირველესად, მათი ხმის გაგონება.

საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატმა, ასევე, ხაზგასმით ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები აწყდებიან კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში.

რუსი დელეგატის საპასუხოდ, რომელმაც აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ მოიხსენია და საქართველოს ურჩია, ორმხრივ დისკუსიაში ჩაერთოს არსებული ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად, ესმა გუმბერიძემ მას შეახსენა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის ფაქტი აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე და შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ულებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.