გაერო-ში რუსეთის ელჩი დასავლეთის ქვეყნებს ალექსეი ნავალნის სიკვდილის პოლიტიზებაში ადანაშაულებს
გაერო-ში რუსეთის ელჩი დასავლეთის ქვეყნებს ალექსეი ნავალნის სიკვდილის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

გაერო-ში რუსეთის ელჩმა დასავლეთის ქვეყნები ალექსეი ნავალნის სიკვდილის პოლიტიზებაში დაადანაშაულა.

ვასილ ნებენზიამ აღნიშნა, რომ ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.

„ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა იჩქარეს იმის მტკიცება, რომ სიკვდილი პუტინის რეჟიმის პასუხისმგებლობა იყო“, – აღნიშნა ნებეზნიამ.

ამასთან, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო რამდენიმე ქვეყანამ რუსეთის ელჩი თავის ქვეყნებში დაიბარა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და შვედეთმა.