გაერო-ში პალესტინელების წარმომადგენელი - ჯო ბაიდენს შეუძლია, უთხრას ისრაელს, „საკმარისია“, ის უნდა დაგვეხმაროს, შეჩერდეს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტა ღაზაში
გაერო-ში პალესტინელების წარმომადგენელი - ჯო ბაიდენს შეუძლია, უთხრას ისრაელს, „საკმარისია“, ის უნდა დაგვეხმაროს, შეჩერდეს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტა ღაზაში

გაერო-ში პალესტინელების წარმომადგენელმა, რიად მანსურმა, მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, უთხრას ისრაელს, რომ „საკმარისია“ და დაეხმაროს მათ „პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტის შეჩერებაში“.

„ჯო ბაიდენს შეუძლია, უთხრას ისრაელს, საკმარისია. თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ხოცვა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ღაზის სექტორში. დაე, ეს შეწყდეს. დაე, ჰუმანიტარული დახმარება ამოქმედდეს. როგორც ჩვენმა ძმამ ეგვიპტიდან აღნიშნა, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური პროცესი, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად დაასრულებს ოკუპაციას და განვახორციელებთ გლობალურ კონსენსუსს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე“, – აღნიშნა მანსურმა.

ამასთან, გაერო-ში პალესტინის წარმომადგენელმა ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.

„მათი განზრახვა არის ევაკუაცია ან საავადმყოფოებზე თავდასხმა. ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ დანაშაულზე და მათ არ შეუძლიათ ისტორიების გაყალბება ამის შესაცვლელად“, – აღნიშნა რიად მანსურმა.