გაერო-ში კანადის წარმომადგენელი - მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ეუთო-ს ვალდებულებებს და დაასრულოს ჩარევა საქართვლოში
მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ეუთო-ს ვალდებულებებს და დაასრულოს ჩარევა საქართვლოში, – განაცხადა გაერო-ში კანადის წარმომადგენელმა.
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და რუსეთის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები.
კანადის წარმომადგენელმა გაერო-ში განაცხადა, რომ კანადა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ეუთო-ს ვალდებულებებს და დაასრულოს ჩარევა საქართვლოში, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – განაცხადა კანადის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, კანადა ასევე გმობს სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და ოკუპირებულ რეგიონებთან რუსეთის მიერ გაფორმებულ პარტნიორულ შეთანხმებებს არალეგიტიმურად და უკანონოდ მიიჩნევს.