გაერო-ში ისრაელის ყოფილი ელჩი „ფეისბუქზე“ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონის ნომერს ასაჯაროებს და ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ისრაელის ლიდერს დაურეკოს
გაერო-ში ისრაელის ყოფილი ელჩი „ფეისბუქზე“ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონის ნომერს ასაჯაროებს და ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ისრაელის ლიდერს დაურეკოს

გაერო-ში ისრაელის ყოფილი ელჩი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონის ნომერს ასაჯაროებს და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ისრაელის ლიდერს დაურეკოს. დანი დანონი პოსტში წერს:

„პრეზიდენტო ბაიდენო, თქვენ კანადის, მექსიკის, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, ავსტრალიის, სამხრეთ კორეისა და რუსეთის ლიდერებს დაურეკეთ. დრო ხომ არ არის, ისრაელის, აშშ-ის უახლოესი მოკავშირის ლიდერს დაურეკოთ?“, – ვკითხულობთ დანონის განცხადებაში.