გაერო-ში ისრაელის ელჩი - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მოიხსნა
გაერო-ში ისრაელის ელჩი დენი დანონი აცხადებს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მოიხსნა. აღნიშნულის შესახებ ისრაელის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ნიუ იორკში დაგეგმილი მოლაპარაკებები მხოლოდ „თამაშს“ წარმოადგენს.
ამასთან, დანონმა რამდენიმე ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილებას „ცირკი“ უწოდა.