გაერო-ში ისრაელის ელჩი - ჰუმანიტარულ დახმარებაზე ფოკუსირება მოწყვეტილია რეალობისგან, გაერო-ს ყურადღება მძევლების ჰუმანიტარულ კრიზისზე უნდა გაემახვილებინა
გაერო-ში ისრაელის ელჩი - ჰუმანიტარულ დახმარებაზე ფოკუსირება მოწყვეტილია რეალობისგან, გაერო-ს ყურადღება მძევლების ჰუმანიტარულ კრიზისზე უნდა გაემახვილებინა

გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გააკრიტიკა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და განაცხადა, რომ დახმარებაზე ფოკუსირება „არასაჭიროა და მოწყვეტილია რეალობისგან“.

„ისრაელი უკვე უშვებს დახმარების მიწოდებას საჭირო მასშტაბით. გაერო-ს ყურადღება მძევლების ჰუმანიტარულ კრიზისზე უნდა გაემახვილებინა“, – აღნიშნა გილად ერდანმა.

ამასთან, ერდანმა მადლობა გადაუხადა ასევე აშშ-ს მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ გაერო-მ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს მოწოდებას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების გაფართოების შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი და სწრაფი მიწოდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც წინა რეზოლუციის პროექტებს ვეტო დაადო, ახლა კენჭისყრაში თავი შეიკავა.