გაერო-ში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები წინ მიდის
გაერო-ში ისრაელის ელჩის, დანი დანონის განცხადებით, „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები წინ მიდის. დანონმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ელოდება ისრაელის მთავრობის შეკრებას მიმდინარე კვირაში, რომლის დროსაც ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა მოხდება შემდეგ, რათა „ჰეზბოლამ“ ვერ მოახერხოს საზღვართან დაბრუნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გარანტირებული იყოს“, – განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ლიბანელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო 36 საათის განმავლობაში ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განაცხადებენ.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეთრ სახლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.