გაერო-ში ირანის მისია – მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, თუმცა ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის ქმედებაში

10:18, 09.10.2023

ირანი უარყოფს რაიმე მონაწილეობას „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებში.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, თუმცა არ ვართ ჩართული პალესტინის ქმედებაში, რადგან გადაწყვეტილებას მხოლოდ პალესტინა იღებს“, – ნათქვამია გაერო-ში ირანის მისიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინის მიერ მიღებული მტკიცე ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას „შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან“.

მსგავსი