გაერო-ში ირანის მისია - გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს
გაერო-ში ირანის მისია - გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს

გაერო-ში ირანის მისია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე.

მათივე განცხადებით, საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს.

„გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ეხება ლეგიტიმურ თავდაცვას, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, ჩვენი დიპლომატიური შენობების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე. საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს. თუმცა, თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით მკაცრი იქნება. ეს არის კონფლიქტი ირანსა და ისრაელის თაღლითურ რეჟიმს შორის, რომლისგანაც აშშ შორს უნდა დადგეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.