გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია - აშშ ჩრდილოეთ კორეის მიმართ მტრული მოქმედებებისკენ არის მიდრეკილი
გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია - აშშ ჩრდილოეთ კორეის მიმართ მტრული მოქმედებებისკენ არის მიდრეკილი

აშშ ჩრდილოეთ კორეის მიმართ მტრული მოქმედებებისკენ არის მიდრეკილი, – ამის შესახებ გაეროში ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს.

ჩრდილოეთ კორეელი დიპლომატების თქმით, ვაშინგტონი „სანქციებით არის შეპყრობილი.“ ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის განცხადებით, ეს არის პასუხი აშშ-ის ბრალდებებზე, რომ ფხენიანმა 2017 წელს დაწესებული ნავთობპროდუქტების იმპორტის შეზღუდვა დაარღვია. ჩრდილო კორეელმა დიპლომატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის მიერ გაეროს დანარჩენი წევრებისთვის გაგზავნილ წერილზე, სადაც ფხენიანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების აუცილებლობაზეა საუბარი.

ფხენიანის მხრიდან აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ორი კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში, ისტორიული შეხვედრა გამართეს. დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიწაზე ფეხი დადგა. თითქმის ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ, ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული განიარაღების საკითხზე გაყინული მოლაპარაკებების აღსადგენად ჯგუფები შეიქმნება.

დატოვე კომენტარი