გაერო-ში ავტრალიის წარმომადგენელ​ი - ჩვენ უარვყოფთ დეფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
გაერო-ში ავტრალიის წარმომადგენელ​ი - ჩვენ უარვყოფთ დეფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ავსტრალია მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ​ამის შესახებ გაერო-ში ავტრალიის წარმომადგენელმა, სელი მანსფილდმა ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას განაცხადა.

როგორც სელი მანსფილდმა განაცხადა, ავასტრალია არ აღიარებს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

„ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ უარვყოფთ დეფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებები დარღვევებზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობით. უმაღლესი კომისრის ანგარიშის თანახმად, გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესება, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ისეთის მაკონტროლებელი ხელისუფლებების მიერ გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა, ართულებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას ამ რეგიონებში. ასევე იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ისეთის რეგიონებში დაშვების საკითხზე პროგრესის არარსებობის გამო. დადებითია, საქართველოს მხრიდან ამ რეზოლუციის კიდევ ერთხელ წარდგენა და მასში დადასტურება თავის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორიო საზოგადოების დაუბროკლებელი წვდომის აუცილებლობა ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად. ჩართულობამ და ანგარიშების წარდგენის გაგრძელებამ შეიძლება, თავიდან აიცილოს სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება. ავსტრალია მხარს უჭერს რეზოლუციას და მოუწოდებს, საბჭოს ყველა წევრს, იგივე გააკეთოს“, – განაცხადა სელი მანსფილდმა.

დატოვე კომენტარი