გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი – რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება

19:52, 05.04.2022

რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება. ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი არ უნდა იკავებდეს ხელმძღვანელ პოსტს ორგანოში, რომლის მთავარ მიზანსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ლინდა ტომას-გრინფილდი აღნიშნავს, რომ არაპროვოცირებული ომისა და ჰუმანიტარული კრიზისის შემდეგ, რუსეთის მონაწილეობა ზიანს აყენებს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სანდოობას.

მსგავსი