გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი – პარტნიორი ქვეყნების ჯარები და პერსონალი მალე ჩავლენ ღაზაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, „ჰამასის“ განიარაღება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და აუცილებლად გაკონტროლდება კიდეც
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა განიხილეს, როგორ მიმდინარეობს ღაზაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის შესრულების პროცესი.
გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ პარტნიორი ქვეყნების ჯარები და პერსონალი მალე ჩავლენ ღაზაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
მისივე თქმით, უგანდამ, მაროკომ და ყაზახეთმა უკვე გამოთქვეს ინიციატივა ათასობით სამხედრო მოსამსახურის ჩართვის შესახებ საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში.
„„ჰამასის“ განიარაღება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და აუცილებლად გაკონტროლდება კიდეც, ეს ობიექტური მხარეების მიერ უნდა დადასტურდეს“, – აღნიშნა უოლცმა.
მშვიდობის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლაი მლადენოვმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა დაჯგუფებებმა 30 ივლისს გეგმა მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ისინი იარაღს ჩააბარებენ და მმართველობით უფლებამოსილებას გაერო-ს მიერ აღიარებულ გარდამავალ ადმინისტრაციას გადასცემენ.