გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი - ირანმა ამერიკული ძალები მიზანში არ უნდა ამოიღოს, შედეგები ირანისთვის სავალალო იქნება
გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი - ირანმა ამერიკული ძალები მიზანში არ უნდა ამოიღოს, შედეგები ირანისთვის სავალალო იქნება

აშშ ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრებათ. შესაბამისი განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკელმა დიპლომატმა, მაკკოი პიტმა გააკეთა.

მაკკოი პიტმა მხარი დაუჭირა ისრაელის ქმედებებს და „თავდაცვისთვის აუცილებელ“ ზომად მოიხსენია.

„პრეზიდენტმა ტრამპმა როგორც არაერთხელ განაცხადა, ამ საშიშ რეჟიმს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ქონის უფლება. ისრაელმა გვაცნობა, რომ ეს ქმედება აუცილებელი იყო მისი თავდაცვისთვის. ყველა სუვერენულ ერს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება და ისრაელი გამონაკლისი არ არის. შეერთებული შტატები წინასწარ იყო ინფორმირებული დარტყმების შესახებ, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით არ იყო ჩართული ამ დარტყმებში. ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია აშშ-ის მოქალაქეების, პერსონალისა და რეგიონში მყოფი ძალების დაცვა. არცერთმა მთავრობის წარმომადგენელმა, მარიონეტმა თუ დამოუკიდებელმა აქტორმა სამიზნედ არ უნდა აქციოს ამერიკელი მოქალაქეები, ამერიკულ ბაზები ან სხვა ამერიკულ ინფრასტრუქტურა რეგიონში. შედეგები ირანისთვის სავალალო იქნება. ჩვენ მივისწრაფვით მშვიდობის უზრუნველყოფისკენ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ძალადობა უნდა დასრულდეს და ირანმა უნდა დადოს შეთანხმება, აღარასოდეს იყოს სიკვდილი, აღარასოდეს იქნება ნგრევა. შეერთებული შტატები გააგრძელებს დიპლომატიური გამოსავლის ძიებას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ირანი არასდროს მოიპოვებს ბირთვულ იარაღს ან საფრთხეს შეუქმნის სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ირანის ლიდერებისთვის ახლა გონივრული იქნებოდა მოლაპარაკებები“, – განაცხადა მაკკოი პიტმა.