გაერო-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიო „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილის რისკის წინაშეა
გაერო-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიო „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილის რისკის წინაშეა

კორონავირუსის გამო მსოფლიო „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილის რისკის წინაშეა, – ამის შესახებ გაერო-ში განაცხადეს. „მსოფლიო საკვების პროგრამის“ ხელმძღვანელის, დევიდ ბიზლის განცხადებით, კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, სასწრაფო ზომებია მისაღები.

გაერო-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ ათი ქვეყანაა, რომელიც კონფლიქტებისგან, ეკონომიკური კრიზისისა და კლიმატური ცვლილებებისგან არის დაზარალებული. „საკვების კრიზისის გლობალურ ანგარიშის“ მიხედვით ეს ქვეყნებია: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.

„თუ ჩვენ ვერ მივაწვდით ამ ადამიანებს მათთვის საჭირო სასიცოცხლო დახმარებას, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ შესაძლოა, სამ თვის განმავლობაში ყოველდღიურად 300 000 ადამიანი დაიღუპოს შიმშილით“, – განაცხადა დევიდ ბიზლიმ.