გაერო შემაშფოთებლად მიიჩნევს ინფორმაციას ისრაელის სამხედრო ოპერაციების შესაძლო გაფართოების შესახებ

01:29, 06.08.2025

გაერო შემაშფოთებლად მიიჩნევს და ღრმად საგანგაშოს უწოდებს ინფორმაციას ისრაელის სამხედრო ოპერაციების შესაძლო გაფართოების შესახებ.

როგორც გაერო-ში აცხადებენ, ასეთი ნაბიჯი „კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შეუქმნას საფრთხე ღაზაში დარჩენილ მძევლებს“.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩინეთის წარმომადგენელმა, გენგ შუანგმა ისრაელს ასეთი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის წინადადებით გამოსვლას გეგმავს.

მსგავსი