გაერო - საერთაშორისო მასშტაბით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ გასულ წელს 70 მილიონს გადააჭარბა
გაერო - საერთაშორისო მასშტაბით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ გასულ წელს 70 მილიონს გადააჭარბა

გაერო-ს ინფორმაციით, საერთაშორისო მასშტაბით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ გასულ წელს 70 მილიონს გადააჭარბა. საერთაშორისო ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, გადასახლებების მიზეზები ძირითადად ომი, ეკონომიკური კრიზისები და დევნაა.

გაერო-ს მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ბოლო სტატისტიკა 2017 წლის მაჩვენებელს 2,3 მილიონით აღემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო მასშტაბით საკუთარი სახლის იძულებით დატოვება ყოველდღიურად 37 ათას ადამიანს უწევს.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულ პირებს სამ კატეგორიად ყოფენ. პირველი არიან ლტოლვილები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის დატოვება ომის ან დევნის გამო მოუხდათ. მეორე კატეგორიაში მოხვდნენ თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც ახალი ცხოვრების დაწყებას მშობლიური ქვეყნის გარეთ ცდილობენ. მესამე ჯგუფს კი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ.

გაერო-ს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ორი მესამედი მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ესენია, სირია, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, მიანმარი და სომალი.

დატოვე კომენტარი