გაერო-ს წარმომადგენელი – დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ აფრიკისთვის საფრთხეს წარმოადგენენ

14:23, 22.05.2021

ლიბიიდან დაქირავებული მებრძოლების გაყვანის პროცესი შეჩერებულია, რაც მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ თავად ამ სახელმწიფოსთვის, არამედ ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონისთვის, – ამის შესახებ ლიბიაში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, იან კუბისმა განაცხადა.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების მიერ კონტროლირებადი საზღვრების გამოყენებით შეიარაღებული ჯგუფების, ტერორისტების, ეკონომიკური მიგრანტებისა და ლტოლვილების მაღალი მობილობა რეგიონში არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდას ზრდის“, – განაცხადა კუბისმა.

მსგავსი