გაერო-ს უშიშროების საბჭოში არამუდმივ ახალ წევრებად ესტონეთი, ნიგერი, ტუნისი, ვიეტნამი და სენტ ვინსენტი და გრენადინები აირჩიეს
გაერო-ს უშიშროების საბჭოში არამუდმივ ახალ წევრებად ესტონეთი, ნიგერი, ტუნისი, ვიეტნამი და სენტ ვინსენტი და გრენადინები აირჩიეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოში არამუდმივ ახალ წევრებად ესტონეთი, ნიგერი, ტუნისი, ვიეტნამი და სენტ ვინსენტი და გრენადინები აირჩიეს.

ხუთი ახალი ქვეყანა გაერო-ს უშიშროების საბჭოში მუშაობას ორი წლის ვადით, 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. საბჭოს 15 წევრიდან ამჟამად 10 არამუდმივი წევრები არიან: ბელგია, კოტ დივუარი, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, გერმანია, ინდონეზია, ქუვეითი, პერუ, პოლონეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არიან.

გაერო-ს უშიშროების საბჭოში აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი მუდმივი წევრის სტატუსით სარგებლობენ, რომლებსაც გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება აქვთ.