გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკამ ყველანაირი გამოძიების გარეშე ისროლა, ახლა კი სურს ყველა დააჯეროს, რომ ბორტზე დამნაშავეები იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ვენესუელას აქვს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ შეერთებული შტატები მზადაა მუქარიდან მოქმედებაზე გადავიდეს.

საფრანგეთმა, საბერძნეთმა და დანიამ კი აშშ-სა და ვენესუელას ვითარების დეესკალაციისა და დიალოგისკენ, ასევე საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ მოუწოდეს.

გაერო-ში ვენესუელის ელჩი სამუელ მონკადა კი აცხადებს, რომ ვაშინგტონის საომარი მოქმედებების გამო, მისი ქვეყანა შეიარაღებული თავდასხმის მოლოდინშია.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში ვენესუელას სანაპიროსთან რამდენიმე გემზე თავდასხმა განახორციელა და განაცხადა, რომ მათ ნარკოტიკები გადაჰქონდათ.