გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხი დააყენეს, რასაც მწვავე დისკუსია მოჰყვა
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხი დააყენეს, რასაც მწვავე დისკუსია მოჰყვა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხი დააყენეს, რასაც მწვავე დისკუსია მოჰყვა.

სხდომა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თემას ეხებოდა, თუმცა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის საკითხზე ისაუბრეს.

„რუსეთის ფედერაციამ სასწარაფოდ უნდა ჩაატაროს ქიმიურ იარღის გამოყენების სრული და გამჭვირვალე გამოძიება. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მსგავსი ქცევა ნორმად იქცეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჯონათან ალენმა.

გაერო-ში გერმანიის მუდმივმა წარმომადგენლემა კი თავის გამოსვლაში პარალელი გაავლო 2018 წელს დიდ ბრიტანეთში მოწამლული სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის საქმესთან, რაშიც მოსკოვი დაადანაშაულეს.

ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენლემა ნავლანის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვა, რომელსაც სათავეში ქიმიური იარღის აკრძალვის ორგანიზაციის სპეციალისტები უნდა ჩაუდგნენ.

საპასუხოდ გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილი ნებეზნიამ განაცხადა, რომ „რუსმა ექიმებმა, რომლებმაც ნავალნი გაადარჩინეს, ოპოზიციონერის ანალიზებში ქიმიური იარღის კვალი ვერ აღმოაჩინეს“.

მისივე თქმით, გერმანიას ნავალნის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის დამადასტურებელი სამხილები მოსკოვისთვის ჯერ არ წარუდგენია.

„თუ გერმანია არ წარადგენს ამ საბუთებს, რუსული მხარე ჩათვლის, რომ გერმანია სიმართლის დადგენაზე უარს ამბობს“, – განაცხადა ნებეზნიამ.