გაერო-ს უშიშროების საბჭომ სეულს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის უფლება მისცა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სეულს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის უფლება მისცა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სეულს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის უფლება მისცა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის მედიასაშუალებები დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

როგორც ცნობილია, საქმე ეხება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მიერ საერთო სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას.

გავრცელებული ინფორმაციით, სეულმა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე საწვავის და სხვა მატერიალების ტრანსპორტირება მოითხოვა, რათა ორი ქვეყნის სარკინიგზო მაგისტრალის გაერთიანების ადგილას დაგეგმილი სამუშაოები ჩატარდეს.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ კი 23 ნოემბერს სეულს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწყებული სანქციების გვერდის ავლის ნებართვა მისცა.

ნოემბრის ბოლო დღეებში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საერთო სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ცერემონიის გამართვას გეგმავენ.