გაერო-ს უშიშროების საბჭომ ავღანეთში ორგანიზაციის მისიის ერთი წლით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ავღანეთში ორგანიზაციის მისიის ერთი წლით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ავღანეთში ორგანიზაციის მისიის ერთი წლით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა, კელი კრაფტმა გერმანიასა და ინდონეზიას აღნიშნული რეზოლუციის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.

გაერო-ს მისია ავღანეთში 2012 წელს დაიწყო. მისიის წარმომადგენლები ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და დაჯგუფება „თალიბანის“ მოლაპარაკების პროცესშიც არიან ჩართულები. ამასთან, მისიის მიზნად სახელდება ავღანეთში 28 სექტემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაში დახმარება.