გაერო-ს უშიშროების საბჭო იერუსალიმის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს
გაერო-ს უშიშროების საბჭო იერუსალიმის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ სპეციალურ სხდომას ჩაატარებს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის დანიშვნის მოთხოვნით, გაერო-ს გენერალურ მდივანს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან, რვა წევრმა მიმართა. ინიციატივით – საფრგეთი, ბოლივია, ეგვიპტე, იტალია, სენეგალი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და ურუგვაი გამოდიან.

გაერო-ში შვეიცარიის მუდმივი წარმომადგენლის, კარლ სკაუს თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, იერუსალიმს სპეციალური იურიდიული და პოლიტიკური სტატუსი მიანიჭა. უშიშროების საბჭომ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას. სკაუმ 2016 წელს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციაც გაიხსენა, სადაც საუბარია, რომ გაერო არ აღიარებს 1967 წლის ომის შედეგებს.

რეზოლუციას მხარი 14 მა ქვეყანამ დაუჭირა.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა.