გაერო-ს სპიკერი - ანტონიუ გუტერეში შეშფოთებულია ღაზის სექტორის რამდენიმე საავადმყოფოში შექმნილი საშინელი სიტუაციით
გაერო-ს სპიკერი - ანტონიუ გუტერეში შეშფოთებულია ღაზის სექტორის რამდენიმე საავადმყოფოში შექმნილი საშინელი სიტუაციით

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში შეშფოთებულია ღაზის სექტორის რამდენიმე საავადმყოფოში შექმნილი საშინელი სიტუაციით, – ამის შესახებ განცხადება გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გააკეთა.

სპიკერის თქმით, სიტუაცია ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოებში გაუარესებულია, რადგან იქ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

„კაცობრიობის სახელით, გენერალური მდივანი მოუწოდებს დაუყოვნებლივ ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტისკენ”, – განაცხადა სპიკერმა.