გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის სავალდებულო შესასრულებლად აღიარების მიზნით, პარლამენტი დადგენილების პროექტს მიიღებს
გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის სავალდებულო შესასრულებლად აღიარების მიზნით, პარლამენტი დადგენილების პროექტს მიიღებს

გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის სავალდებულო შესასრულებლად აღიარების მიზნით, პარლამენტი დადგენილების პროექტის მიღებას გეგმავს.

შესაბამისი დოკუმენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

პროექტში ნათქვამია, რომ კონვენცია და მისი ფაკულტატური ოქმი 2006 წლის 13 დეკემბერს მიიღეს, საქართველომ დოკუმენტს ხელი 2009 წლის 10 ივლისს მოაწერა და კონვენცია პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა, თუმცა აღნიშნული კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება არ მომხდარა და და დღეის მდგომარეობით, საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარებული არ არის.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ ფაკულტატური ოქმი მიზნად ისახავს კონვენციის განხორციელების მხარდაჭერას, მონიტორინგს და ორ პროცედურას ითვალისწინებს – უფლებების აღდგენის მიზნით ინდივიდუალური საჩივრების განხილვას და რეკომენდაციების მიღებას, ასევე, კონვენციის უხეში და სისტემატური დარღვევების საიმედო მტკიცებულების გამოძიებასა და რეკომენდაციების მიღებას.

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებს შეუქმნის ინდივიდუალური ადვოკატირების ეფექტიან მექანიზმებს და კონვენციის იმპლემენტაციისთვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, იმავდროულად, უზრუნველყოფს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ უნივერსალური
პროექტის პერიოდული მიმოხილვის (UPR) რეკომენდაციებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის იმიჯის ამაღლებას და  წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია პროექტში.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობას რეკომენდაცია უნდა მიეცეს, დაიწყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით.