გაერო-ს შეფასებით, 2024 წელს უკრაინის მოსახლეობის 40 პროცენტს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება
გაერო-ს შეფასებით, 2024 წელს უკრაინის მოსახლეობის 40 პროცენტს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება

გაერო-ს შეფასებით, 2024 წელს უკრაინის მოსახლეობის 40 პროცენტს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ომმა უკრაინის 6.3 მილიონი მცხოვრები აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინა.

გაერო-ს ანგარიშის თანახმად, უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები ყოველდღიურად იღუპებიან და ზიანდებიან, ნადგურდება მათი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

გაერო-ს მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ იანვრის პირველ კვირაში უკრაინაში რუსეთის თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება.

15 იანვარს გაერო-ს გადაუდებელი დახმარების კოორდინატორი მარტინ გრიფიტსი და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი წარმოადგენენ გაერო-ს მიერ კოორდინირებულ გეგმებს მშვიდობიანი მოქალაქეების გადასარჩენად და საგანგებო სიტუაციით გამოწვეული ზარალის დასაძლევად.