გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია - მარნეულის სოფელ მარადისში ქალებმა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს
გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია - მარნეულის სოფელ მარადისში ქალებმა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, რამდენიმე აქტიურმა ქალმა მოსავლის შენარჩუნების მიზნით, ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს.

„ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. რა თქმა უნდა, ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს.“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“, – ამბობს ნაირა პაქსაძე.

ნაირა პაქსაძე ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტშიც აქტიურადაა ჩართული.