გაერო-ს პროგნოზით, კორონავირუსის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება
გაერო-ს პროგნოზით, კორონავირუსის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება

გაერო-ს პროგნოზით, კორონავირუსის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ მოამზადა.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,3%-ით შემცირდება, რაც ძირითადად პანდემიით არის გამოწვეული. მათი ვარაუდით, 2021 წელს მოსალოდნელია 4,1%-იანი ზრდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრიზისის შედეგად განვითარებული ქვეყნები უფრო მეტად დაზარალდებიან, ვიდრე განვითარებადი სახელმწიფოები. მათვე პროგნოზით, პანდემიის შედეგებს მსოფლიო მისი დასრულების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში იგრძნობს.