გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში კატასტროფული მდგომარეობაა და დახმარების მიწოდება არ უნდა შეწყდეს
გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში კატასტროფული მდგომარეობაა და დახმარების მიწოდება არ უნდა შეწყდეს

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საკვების, წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის ნაკლებობის გამო, კატასტროფული მდგომარეობაა და დახმარების მიწოდება არ უნდა შეწყდეს.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სავალალო მდგომარეობაა და ადამიანების უმეტესობა შიმშილის ზღვარზეა.

ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში დღეს დილით შევიდა. კერძოდ, რაფაჰის სასაზღვრო მონაკვეთით ღაზაში დღეს ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული 20 სატვირთო ავტომობილი შევიდა.