გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური სააგენტო - მსოფლიოს მოუწევს, ისწავლოს ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ცხოვრება, მაგრამ სიცხემ სიკვდილი არ უნდა გამოიწვიოს, ჩვენ შეგვიძლია სიცოცხლის გადარჩენა
გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური სააგენტო - მსოფლიოს მოუწევს, ისწავლოს ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ცხოვრება, მაგრამ სიცხემ სიკვდილი არ უნდა გამოიწვიოს, ჩვენ შეგვიძლია სიცოცხლის გადარჩენა

მსოფლიოს მოუწევს, ისწავლოს ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ცხოვრება, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიურ სააგენტოში განაცხადეს.

მსოფლიო მეტეოროლოგიურ სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალში ადამიანები მზად უნდა იყვნენ, რომ ხშირად დაფიქსირდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ამის მიზეზი ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილებებია.

„სიცხემ სიკვდილი არ უნდა გამოიწვიოს. ჩვენ გვაქვს ცოდნა, გვაქვს ინსტრუმენტები, ჩვენ შეგვიძლია სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კლერ ნულისმა.

მისი თქმით, ივლისი, ტრადიციულად, წლის ყველაზე ცხელი თვეა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მაგრამ წელს არსებული ჰაერის ტემპერატურა გამონაკლისია.