გაერო-ს მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

საომარი მდგომარეობის დაწყების შემდეგ, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ლტოლვილთა ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა, 140 000-ზე მეტი სლოვაკეთში, 190 000-ზე მეტი უნგრეთში, 80 000-ზე მეტი რუმინეთში, 80 000-ზე მეტი მოლდოვაში, 100 000-მდე რუსეთში, 500-მდე კი ბელარუსში.

ფილიპო გრანდის თქმით, უკრაინის კრიზისი არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.