გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

ოფისის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში დაღუპული 2 072 მშვიდობიანი მოქალაქიდან 169 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 2 818 პირი, მათ შორის 272 ბავშვი.

ოფისის განცხადებით, ყველაზე დიდი მსხვერპლი დონბასის რეგიონშია – 732 ადამიანი, რომელთა შორის 653 უკრაინის მიერ კონტორლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 79 კი პრორუსი სეპარატისტების ტეორიტორიაზე.

გაერო ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყოს, რადგან მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, დადასტურებულ ინფორმაციას დაგვიანებით იღებენ.