გაერო-ს მონაცემებით, შეიარაღებულ კონფლიქტებში გასულ წელს 8 521 ბავშვი მებრძოლად გამოიყენეს
მსოფლიოში 2020 წელს სხვადასხვა კონფლიქტში მებრძოლებად 8 521 ბავშვი გამოიყენეს. შესაბამის მონაცემებს გაერო ავრცელებს. ამასთან, შეიარაღებულ კონფლიქტებს გასულ წელს 2 674 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 748 არასრუწლოვანი კი, დაშავდა.
შეიარაღეულ კონფლიქტებსა და ბავშვების საკითხზე ყოველწლიური ანგარიში უშიშროების საბჭოს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა წარუდგინა.
ანგარიში აღნიშნულია, რომ 2020 წელს 19 379 ბავშვის წინააღმდეგ იყო ჩადენილი დანაშაული 21 კონფლიქტში. ყველაზე მეტი დარღვევა ჩადენილია სომალიში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ავღანეთში, სირიასა და იემენში.