გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1 900-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1 900-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო-ს ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1 900-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 500-ზე მეტი დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი ავრცელებს.

ოფისის ცნობით, რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან უკრაინაში 1 892 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 153 არასრულწლოვანი, ხოლო დაშავდა 2 558 პირი. ოფისის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებშია.

„მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაფიქსირებული მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ფეთქებადი იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე საარტილერიო და სარაკეტო სისტემების, ასევე საავიაციო დარტყმების შედეგად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.