გაერო-ს მონაცემებით, კოვიდპანდემიის გამო, მსოფლიოში განათლების მიღების საშუალება „განუზომელი რაოდენობით“ ბავშვს არ ჰქონდა
გაერო-ს მონაცემებით, კოვიდპანდემიის გამო, მსოფლიოში განათლების მიღების საშუალება „განუზომელი რაოდენობით“ ბავშვს არ ჰქონდა

გაერო-ს მონაცემებით, კოვიდპანდემიის გამო, მსოფლიოში განათლების მიღების საშუალება „განუზომელი რაოდენობით“ ბავშვს არ ჰქონდა.

ამის შესახებ „იუნისეფისა“ და მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში 10 წლის ბავშვების 70%-ს კითხვა და მარტივი ტექსტის გააზრება არ შეუძლიათ. აღნიშნული მაშვენებელი კოვიდამდე 53% იყო.

მაგალითისთვის, სამხრეთ აფრიკაში სკოლის მოსწავლეებმა წლიური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მასალის მხოლოდ 75% აითვისეს.

განათლების კუთხით პრობლემები არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მაგალითისთვის, ტეხასის შტატში, მესამე კლასელი ბავშვების ორი მესამედი მათი ასაკისთვის შესაფერის მათემატიკის უნარებს ვერ აკმაყოფილებს.

კვლევის ავტორთა მონაცემებით, სკოლების დახურვის გამო, გლობალურად 635 მილიონ ბავშვს დღემდე არ შეუძლია სათანადო განათლების მიღება. გაერო-ს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ გამოდის მოწოდებით, რომ პანდემიის გამო დაზარალებულ მოსწავლეებს ინტენსიური დახმარება აღმოუჩინონ, რათა მათ განათლების დანაკლისის აღდგენა შეძლონ.