გაერო-ს მისიაში აცხადებენ, რომ ლიბანში მდებარე ბაზაზე ნაღმმტყორცნის ორი ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად მშვიდომისმყოფელები დაიჭრნენ
ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში მდებარე ბაზაზე ნაღმმტყორცნის ორი ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად მშვიდომისმყოფელები დაიჭრნენ.
ორგანიზაციის ცნობით, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მანამდე ჭურვი მოხვდა ლიბანში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ძალების სათავო ოფისს ქალაქ ნაკურაში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„გაერო-ს სამშვიდობოებზე თავდასხმა არის დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და უნდა იქნას დაგმობილი“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.