გაერო-ს კომისრის ინფორმაციით, ომის გამო უკრაინაში საცხოვრებელი ათმა მილიონმა ადამიანმა დატოვა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საცხოვრებელი ათმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.
„ვინც ომს აწარმოებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ პასუხისმგებლობებს შორის არის ტანჯვა, რომელიც მიაყენეს სამოქალაქო პირებს, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი სახლები. უკრაინის ომი იმდენად დამანგრეველია, რომ 10 მილიონი ადამიანი გაიქცა – ან იძულებით გადაადგილებული ქვეყნის შიგნით, ან როგორც ლტოლვილები საზღვარგარეთ“, – განაცხადა გაერო-ს კომისარმა.
Among the responsibilities of those who wage war, everywhere in the world, is the suffering inflicted on civilians who are forced to flee their homes.
The war in Ukraine is so devastating that 10 million have fled — either displaced inside the country, or as refugees abroad.
— Filippo Grandi (@FilippoGrandi) March 20, 2022