გაერო-ს ინფორმაციით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა 

14:43, 17.11.2022
FILE PHOTO: Cargo ship Rubymar, carrying Ukrainian grain, is seen in the Black Sea off Kilyos near Istanbul, Turkey November 2, 2022. REUTERS/Mehmet Emin Calsikan

FILE PHOTO: Cargo ship Rubymar, carrying Ukrainian grain, is seen in the Black Sea off Kilyos near Istanbul, Turkey November 2, 2022. REUTERS/Mehmet Emin Calsikan

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა.

„მივესალმები ყველა მხარის შეთანხმებას, გააგრძელონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა მარცვლეულის, საკვები პროდუქტების, სასუქების ექსპორტისას საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის განცხადებაში.

გუტერეშის განცხადებით, გაერო სრულად ემხრობა რუსეთიდან სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დარჩენილი დაბრკოლებების აღმოფხვრას.

კიევმა და მოსკოვმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას გაერო-ს და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს მოაწერეს ხელი.

მსგავსი