გაერო-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე იემენში დაღუპულთა რიცხვი 377 000-ს მიაღწევს
გაერო-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე იემენში დაღუპულთა რიცხვი 377 000-ს მიაღწევს

გაერო-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე იემენში დაღუპულთა რიცხვი 377 000-ს მიაღწევს. გაერო-ს განვითარების პროგრამის მოხსენების თანახმად, დაღუპულთა 70 პროცენტი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იქნება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარდაცვალების 60 პროცენტი იქნება არაპირდაპირი მიზეზების შედეგი, როგორიცაა შიმშილი და პრევენციული დაავადებები, დანარჩენი პირდაპირი მიზეზის შედეგი, როგორიცაა ფრონტის ხაზის ბრძოლები და საჰაერო იერიშები.

„იემენის შემთხვევაში, ჩვენ გვჯერა, რომ კონფლიქტის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა აღემატება ბრძოლის ველზე დაღუპულთა რიცხვს“, – განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა, ახიმ შტაინერმა.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2030 წლისთვის არასრულფასოვანი კვების მქონეთა რიცხვი 9,2 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი მიაღწევს 22 მილიონს, ანუ მოსახლეობის 65 პროცენტს.

სამომავლო სცენარების გასაანალიზებლად სტატისტიკური მოდელირების გამოყენებით, გაერო-ს განვითარების პროგრამის ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ მშვიდობა 2022 წლის იანვრამდე მიიღწევა, იემენელებს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა 2047 წლისთვის შეეძლებათ. იემენი კონფლიქტშია ჩაფლული 2014 წლიდან, როდესაც „ჰუსიტების“ მეამბოხე მოძრაობამ დაიპყრო ქვეყნის ჩრდილოეთი ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი სანა, როდესაც მთავრობა გაიქცა.

2015 წლის მარტში არაბული ქვეყნების კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით ჩაერია ომში ხელისუფლების აღდგენის მიზნით.