გაერო-ს ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში იდლიბის პროვინცია 350 000-მა სირიელმა დატოვა
გაერო-ს ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში იდლიბის პროვინცია 350 000-მა სირიელმა დატოვა

ბოლო ორი თვის განმავლობაში იდლიბის პროვინცია 350 000-მა სირიელმა დატოვა. შესაბამის განცხადებას გაერო ავრცელებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, მასშტაბური მიგრაცია ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ განახლებულ ოპერაციას უკავშირდება.

გაერო-ს ცნობით, აღნიშნულ პირთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ამჟამად ისინი თურქეთის საზღვართან არსებულ რეგიონში, დროებით ბანაკებში იმყოფებიან.

ამის პარალელურად, საერთაშორისო ორგანიზაციაში იუწყებიან, რომ კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი დატოვებს.

დატოვე კომენტარი