გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ „საცხოვრებლად უვარგისი“ გახდა
გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ „საცხოვრებლად უვარგისი“ გახდა

გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ „საცხოვრებლად უვარგისი“ გახდა.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორი ამბობს, რომ ღაზის სექტორში ადამიანებს შიმშილი ემუქრებათ და ღაზის მოსახლეობა ყოველდღიური სასიკვდილო საფრთხეების მოწმეა, რასაც მსოფლიო უყურებს.

მარტინ გრიფიტსის განცხადებით, მიმდინარე ომის დროს ათასობით ქალი და ბავშვი დაიღუპა, ოჯახები კი ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ არაბულ ანკლავში მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ნაწილობრივ ფუნქციონირებს, ინფექციური დაავადებები ვრცელდება და არსებული ქაოსის პირობებში ყოველდღიურად 180 ქალი მშობიარობს. გაერო-ს წარმომადგენელმა ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა.