გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 260 000-ზე მეტ პალესტინელს მოუწია იძულებით საცხოვრებლის დატოვება
გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 260 000-ზე მეტ პალესტინელს მოუწია იძულებით საცხოვრებლის დატოვება

გაერო-ს მონაცემებით, ღაზაში 260 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.

როგორც მედია გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ დაიწყო ისრაელზე თავდასხმა, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ „ჰამასის“ ობიექტებზე დარტყმის შედეგად ღაზაში 260 000-ზე მეტ პალესტინელს იძულებით მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

„სავარაუდოდ, ღაზაში 263 934-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლები“, – განაცხადეს გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების სამსახურში და აღნიშნეს, რომ „ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“.