გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზაციის შესახებ მხარი დაუჭირა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზაციის შესახებ მხარი დაუჭირა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას რუსეთის მიერ ყირიმის, ასევე შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზაციის შესახებ.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა გაერო-ს 66-მა წევრმა, მათ შორის საქართველომ. წინააღმდეგ 19-მა სახელმწიფომ მისცა ხმა, კიდევ 72-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსი სამხედროების ყოფნა ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნულ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გაერო-ს გენერალური ასამბლეა მიღებული რეზოლუციით გმობს შავ და აზოვის ზღვების რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას, ასევე რუსეთის მიერ ხომალდების გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს. დოკუმენტი ასევე გმობს ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობასა და გახსნას.