გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად მიიღო რეზოლუცია, რომელსაც საქართველომაც დაუჭირა მხარი
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერა“.
ტექსტში კიდევ ერთხელ დადასტურდა ასამბლეის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ, სამხედრო ტყვეების გაცვლისა და ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებისკენ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 107-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 51-მა ქვეყანამ, რომელთა შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და უნგრეთი.
#BREAKING
UN General Assembly ADOPTS resolution “Support for lasting peace in Ukraine”; calls for comprehensive, just and lasting peace; exchange of prisoners of war and return of civilians forcibly transferred, including childrenRESULT
In favor: 107
Against: 12
Abstain: 51 pic.twitter.com/c8SI9481eW— UN News (@UN_News_Centre) February 24, 2026